ემოციური წუთები: რუსეთის მოქალაქემ პარლამენტთან აქციაზე "ჰერიო ბიჭებო" ქართულად იმღერა
22:18 / 07-08-2019
რუსეთის მოქალაქე იგორ კუროპტევმა პარლამენტთან აქციაზე, რომელიც აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც სიმღერა "ჰერიო ბიჭებო" ქართულად შეასრულა. როგორც იგორ კუროპტევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებმა ფაქტობრივად არ იციან, რომ "11 წლის წინ რუსეთის ჯარი შემოიჭრა მის "მეგობარ" ქვეყანაში და დაიწყო მისი დაპყრობა".