loader

დაკავება ბათუმში - 31 წლის ქალისგან "პარაბელუმის" იარაღი და 35 ვაზნა ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავება ბათუმში - 31 წლის ქალისგან "პარაბელუმის" იარაღი და 35 ვაზნა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ხ.თ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით "პარაბელუმის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.