loader

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის და წინაპირობას ასახელებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის და წინაპირობას ასახელებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდება

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის. ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის წილის 100%-ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. "გადავწყვიტე, გავყიდო "რუსთავი 2" გამჭვირვალე კონკურსის წესით", - წერს განცხადებაში ქიბარ ხალვაში. მისი განცხადებით, უკვე ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ს ძარცვავდა, რის გამოც კომპანია ღრმა ფინანსურ კრიზისშია და ამ კრიზისის დასაძლევად ხალვაშს საკუთარი ფინანსები არ ჰყოფნის.

"ერთადერთი, ვისთანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება "რუსთავი2"-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი. გადავწყვიტე, გავყიდო "რუსთავი 2" გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში. იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება". - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.