loader

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან - ია კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან - ია კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ზე

"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავის დასრულებამდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს. ამის შესახებ ია კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მას ტელეკომპანიის 30-პროცენტიანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეაქვს.

როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, ის მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.