loader

ვიდეო სახლიდან, სადაც 16 წლის მოზარდმა დედა, ბებია-ბაბუა და 4 წლის ტყუპი და-ძმა დახოცა - შემთხვევა რუსეთში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო სახლიდან, სადაც 16 წლის მოზარდმა დედა, ბებია-ბაბუა და 4 წლის ტყუპი და-ძმა დახოცა - შემთხვევა რუსეთში მოხდა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, სოფელ პატრიკეევოში 16 წლის მოზარდმა ნაჯახით ოჯახის ხუთი წევრი დახოცა, რომლებიც მასთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდნენ, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილებს შორის მოზარდის დედა, ბებია-ბაბუა და 4 წლის ტყუპი და-ძმა არიან. მედიის ინფორმაციით, მოზარდი მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დამნაშავემ მეგობარს გეგმა გაუმხილა, რა დროსაც ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. ის განიცდიდა, რომ დას და ძმას არ უყვარდათ, დედა კი დასცინოდა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.