loader

როგორ გადმოჰყავთ ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადმოჰყავთ ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ ერგნეთის საგუშაგოსთან შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დემარტამენტის უფროსი მერაბ ბეძენიშვილი დახვდნენ.

ამ დროისთვის ისინი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაჰყავთ, სადაც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები 1 პირი 17 -18 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.

ავტორი: ია თინიკაშვილი