loader

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "რაინეარი" იფრენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "რაინეარი" იფრენს

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "რაინეარი" იფრენს. ქართულ მხარესა და ირლანდიურ ავიაკომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს. Ryanair-ი საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს. კერძოდ, პირველ ეტაპზე ფრენები განხორციელდება მილანის, მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.