loader

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა - რას აპირებს გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა - რას აპირებს გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია?

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და პროცესი პოლიტიკური იყო. როგორც შენგელიამ "პალიტრანიუსს" განუცხადა, ის პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლითაც ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა, ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს და შემდეგ სტრასბურგსაც მიმართავს. შენგელია დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე მტკიცებულებები განადგურდა. ის ასევე ვარაუდობს, რომ საქმის დახურვა შს მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.