X
ახალგაზრდა მამაკაცს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი აღმოუჩინეს
13:59 / 25-08-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა