loader

თაღლითობა კახეთში: მამაკაცმა მიისაკუთრა სხვისი 45 000 ლარად ღირებული ავტომანქანა და ჯართში 7000 ლარად ჩააბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაღლითობა კახეთში: მამაკაცმა მიისაკუთრა სხვისი 45 000 ლარად ღირებული ავტომანქანა და ჯართში 7000 ლარად ჩააბარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45 000 ლარად ღირებულ "მაზის" მარკის ავტომანქანას.

უწყების ცნობით, გ.ც.-მ ავტომანქანა გარდაბნის რაიონში შავი ლითონის მიმღებ პუნქტში 7000 ლარად ჩააბარა, ხოლო სანომრე ნიშნები და აკუმულატორები გადამალა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად წარსულში იმავე დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ც. დააკავა, ხოლო შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან მაზის მარკის ავტომანქანა, ასევე, გადამალული სანომრე ნიშნები და აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 -ე ნაწილის "ბ" და " გ" ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.