loader

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს და საგანმანათლებლო ვიდეორგოლს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს და საგანმანათლებლო ვიდეორგოლს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, სებ-ის განცხადებით, მოსახლეობის ინტერნეტთაღლითებისგან თავდაცვის მიზნით ეროვნული ბანკი განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტთაღლითობის (ფიშინგის) თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს.

ვიდეორგოლში მარტივი ენითაა ახსნილი ინტერნეტთაღლითების მიერ მომხმარებელთა თანხების მითვისების ფართოდ გავრცელებული სქემები, ასევე, რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან აღნიშნული საფრთხეები.

აღნიშნული ვიდეორგოლით, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და სიფრთხილე ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტსივრცეში გამოყენებისას.