loader

ვინ არის ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მამაკაცი, რომლის გამოც ოპოზიციამ "ქურდების პრეზიდენტი" უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მამაკაცი, რომლის გამოც ოპოზიციამ "ქურდების პრეზიდენტი" უწოდა

"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტესტებს.

პარტიის ლიდერების თქმით, საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავის მომჭრელი პრეზიდენტი. ამასთან, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობის წახალისებას უწყობს ხელს.

ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ქურდების პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მის მიერ შეწყალებული პირი ლავასოღლის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელსაც 2015 წლის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რამაზ დევაძე პატიმრობაში 4 წელი იმყოფებოდა.