loader

აშშ-ის "აბსოლუტური მონსტრი" ქარიშხალი უახლოვდება, მისი სიჩქარე 210 კმ/სთ იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის "აბსოლუტური მონსტრი" ქარიშხალი უახლოვდება, მისი სიჩქარე 210 კმ/სთ იქნება

ფლორიდის შტატში ქარიშხალ "დორიანს" ელოდებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სახით შტატს "აბსოლუტური მონსტრი" უახლოვდება.

მოსალოდნელი სტიქიის გამო პრეზიდენტმა პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ფლორიდის გუბერნატორმა კი შტატში მოსალოდნელი, სახიფათო, მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"დორიანის" სიჩქარე, რომელიც შტატს სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში დატყდება თავს, დაახლოებით 210 კმ/სთ იქნება.