loader

ახლა როგორ არის ქალი, რომელიც ქმარმა კისრის არეში დაჭრა? - ექიმის კომენტარი 30 წლის ქალის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახლა როგორ არის ქალი, რომელიც ქმარმა კისრის არეში დაჭრა? - ექიმის კომენტარი 30 წლის ქალის მდგომარეობაზე

ბათუმში გვიან ღამით ქმარმა ცოლი დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ბათუმში ცოლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დაკავებულია. შსს-განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.