loader

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს - თამარ ხულორდავას კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს - თამარ ხულორდავას კომენტარი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის სხდომას პარტიის სხვა თანამდებობის პირები და მმართველი პარტიის ლიდერები ესწრებიან. მათ შორის, სხდომაზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

როგორც უმრავლესობის წევრებმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადეს, დღევანდელ სხდომაზე საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება.

რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, დეპუტატ გიორგი კახიანის თქმით, შესაძლოა, დღეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხიც იქნას განხილული.

სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, სექტემბერში მოქმედი პრემიერ-მინისტრი მივა პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით თუ პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.