loader

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.

მოზარდის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდი ქუთაისში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ცნობისთვის, 16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. რეანომობილით გადაყვანის დროს აპარატურა დაზიანდა, რამაც მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა.

მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.