loader

ვინ გახდება პრემიერი - "ოცნება" ბახტაძის შემცვლელს ასახელებს (პირდაპირი ეთერი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ გახდება პრემიერი - "ოცნება" ბახტაძის შემცვლელს ასახელებს (პირდაპირი ეთერი)

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. მას ესწრება მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარიაც.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.

არსებული ინფორმაციით, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა გუშინ დატოვა. არსებული ინფორმაციით, მას მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის.