loader

ქალს თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი - რა მოხდა თემქაზე, სადაც ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალს თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი - რა მოხდა თემქაზე, სადაც ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ

ზღვის უბანში ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს.

არსებული ინფორმაციით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ არის მიყენებული.

სავარაუდოდ, ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.



ასევე დაგაინტერესებთ: "წაეღოთ ყველაფერი, ოღონდ არ მოეკლათ ჩემი და" - მეზობლები თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ