loader

"წაეღოთ ყველაფერი, ოღონდ არ მოეკლათ ჩემი და" - მეზობლები თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წაეღოთ ყველაფერი, ოღონდ არ მოეკლათ ჩემი და" - მეზობლები თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

თემქაზე მოკლულ ქალს სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა ეთერ იმერლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის დროს ქალი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იყო.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევაა. ჰყავს მეუღლე, შვილები კი საზღვარგარეთ ცხოვრობენ. "დაახლოებით 11:30 საათისთვის შეამჩნიეს კვამლი სახლში. გამოიძახეს მაშველები. მოვიდნენ და ნახეს გარდაცვლილი ქალი. თავის არეში აქვს მიყენებული დარტყმა. ქალი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. დღეს მეუღლე სამსახურში წავიდა და ამ პერიოდში მოხდა ეს ამბავი. მერე დავურეკეთ მეუღლეს, რომელმაც კარები გააღო და ნახა ეს ამბავი. პოლიცია ამბობს, რომ ქალს თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი", - განაცხადა იმერლიშვილმა.



ასევე დაგაინტერესებთ: ქალს თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი - რა მოხდა თემქაზე, სადაც ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ