loader

"ჩემთან არ შეიძლება ასეთი თამაში" - ნიკა გვარამიას კომენტარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემთან არ შეიძლება ასეთი თამაში" - ნიკა გვარამიას კომენტარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამპროკურატურის შენობა დატოვა.

გვარამია საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ბრალდებაში ახალი არაფერში არ ეწერა და ის მიმდინარე გამოძიებას “მთავარი არხის” ეთერში გასვლას უკავშირებს.

ნიკა გვარამის არ გამორიცხავს, რომ მოხდეს მისი დაკავებაც. თუმცა აცხადებს, რომ პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, არხს სხვა დირექტორი ეყოლება და აღნიშნავს, რომ “მთავარ არხს” მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 სექტემბერს იწურება 40 ათასლარიანი გირაოს გადახდის ვადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას დააკისრა, თუმცა, ნიკა გვარამია კვლავ აღნიშნავს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.