loader

როგორ დახვდნენ გაცვლილ პატიმრებს რუსეთსა და უკრაინაში - განსხვავებას რამდენიმე წამში მიხვდებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დახვდნენ გაცვლილ პატიმრებს რუსეთსა და უკრაინაში - განსხვავებას რამდენიმე წამში მიხვდებით

დღეს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. რუსეთმა უკრაინას გადასცა 35 ადამიანი, მათ შორის ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული რეჟისიორი ოლეგ სენცოვი, ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური და კიდევ 10 პოლიტპატიმარი. სენცოვი და კიდევ 10 პატიმარი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დღეს შეიწყალა.

უკრაინამ რუსეთს გადასცა 33 ადამიანი. მათგან 16 პატიმარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს შეიწყალა. ამ 16 პატიმრიდან 3 ქალია. უკრაინიდან რუსეთში გამგზავრებულებს შორის პორტალ "რია ნოვოსტი-უკრაინას" ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკიც არის. მას ბრალად ედებოდა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდაჭერა და სახელმწიფო ღალატი.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებსა მეზღვაურებს აეროპორტში დახვდა.