loader

"კითხვა მინდა დაგისვათ: რამე შეიცვალა 1 წლის განმავლობაში?" - როგორ გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კითხვა მინდა დაგისვათ: რამე შეიცვალა 1 წლის განმავლობაში?" - როგორ გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას

ეს არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, - ამის შესახებ "თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ეს ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ გამოუვა.

"კითხვა მინდა დაგისვათ: რამე შეიცვალა 1 წლის განმავლობაში? ჩვენ ასევე ვუყურეთ წინა პრემიერ-მინისტრს, ზარ-ზეიმით რომ დაინიშნა. რამე შეიცვალა? რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ეს უბრალოდ არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ ასე არ გამოვა. საქართველოში შეიძლება ყველაფერი შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერ მოხდება ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.