loader

როგორ გამოიყურება სახურავი, საიდანაც, ერთ-ერთი ვერსიით, 16 წლის ბიჭი გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება სახურავი, საიდანაც, ერთ-ერთი ვერსიით, 16 წლის ბიჭი გადმოვარდა

ვარკეთილში გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან იყო სტუმრად, როდესაც ტრაგედია მოხდა. როგორც "პალიტრავიდეოს" კორესპონდენტს დაღუპული ბიჭის მეზობლებმა განუცხადეს, მათი ვერსიით, ბიჭი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ვარკეთილში, მესამე მასივში, მაღალი სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: თაზო ზარიძე

ასევე იხილეთ: პირველი კადრები ვარკეთილიდან, სადაც მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა