loader

შსს ფარულად გადაღებულ და ნარკოდანაშაულისთვის 6 პირის დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ფარულად გადაღებულ და ნარკოდანაშაულისთვის 6 პირის დაკავების კადრებს ავრცელებს

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, - აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულთა შორის 2 ნარკორეალიზატორია.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 25 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 950 გრამი "კოკაინი", 11600 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 4000 აბზე მეტი "ექსტაზი", 9 კილო და 600 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.