loader

პრეზიდენტს ვაკისრებ პასუხისმგებლობას, აბა, სხვა ვის უნდა დავაკისრო?! - გიორგი ოთხმეზური სკანდალურ შეწყალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტს ვაკისრებ პასუხისმგებლობას, აბა, სხვა ვის უნდა დავაკისრო?! - გიორგი ოთხმეზური სკანდალურ შეწყალებაზე

ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და არ მაინტერესებს, რის შედეგად მოხდა შეწყალება: ფული აიღეს, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რომელი ვერსიაა მისთვის დამაჯერებელი, მან თქვა, რომ არც ერთ ვერსიას არ აქვს მისთვის მნიშვნელობა.

კითხვაზე შეწყალების საკითხზე პასუხისმგებლობას ვის აკისრებს, მან უპასუხა, რომ „პრეზიდენტს“.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ასევე იხილეთ: თქვენმა ტელევიზიამ ხომ გაამართლა მკვლელი?! ნაბიჭვარმა გოგოტიშვილმა გააკეთა სიუჟეტი... - გიორგი ოთხმეზური "მთავარი არხის" ჟურნალისტს