X
"ერთი სულისშემძვრელი ამბავი უნდა წავიკითხო..." - წყალტუბოში ჯერ შვილმა, შემდეგ კი დედამ თავი მოიკლეს
22:20 / 30-09-2019
წყალტუბოში 18 წლის ახალგაზრდა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივმა დილით ნახა. მისი თქმით, დაცემის ხმა გაიგო, მოგვიანებით, კი გარეთ გამოსულმა ძირს დაცემული მამაკაცი აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

შვილის სიკვდილის გაგების შემდეგ, 18 წლის ბიჭის დედამაც თავი მოიკლა. ის სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა.

თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება. 18 წლის ბიჭმა წყალტუბოს ნომერ პირველი საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა. სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა.

მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა სახლში ფურცელი იპოვეს, სადაც ეწერა, გარდაცვალების დღე და ადგილი. მისი თქმით, ეს ინტერნეტთამაშის ვერსიას ამყარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

ასევე იხილეთ: "ფურცელი ნახეს, რომელზეც ეწერა მისი გარდაცვალების დღე" - წყალტუბოში მომხდარი შემზარავი თვითმკვლელობის დეტალები
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის
"ოქრო დიდ როლს თამაშობს... ცეკვა მრავალფეროვანია" - ერაყში მცხოვრები ქართველი გოგო გვიყვება, როგორ ხდება ქორწინება ერაყში
რა ხდებოდა შაქარაშვილის გაქცევიდან მისი გარდაცვალების მომენტამდე, პროკურატურის ვიდეორეკონსტრუქციის მიხედვით