loader

შსს-ს სპეცოპერაცია: როგორ დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს სპეცოპერაცია: როგორ დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ახალციხეში "ქურდული სამყაროს" წევრობის და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.