loader

"მეცოდებიან მისი მოქმედი ცოლი და შვილები..." - ეკა ჩხეიძის ერთადერთი კომენტარი მას შემდეგ, რაც შსს-მ მის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეცოდებიან მისი მოქმედი ცოლი და შვილები..." - ეკა ჩხეიძის ერთადერთი კომენტარი მას შემდეგ, რაც შსს-მ მის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავა

სროლა უკვე კულმინაცია იყო, - ასე გამოეხმაურა მსახიობი ეკა ჩხეიძე მის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით 56 წლის მამაკაცის დაკავებას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩხეიძემ განუცხადა, მან ბრალდებული მამაკაცი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თავი დაენებებინა. მსახიობის განმარტებითვე, ის აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან ბრალდებულის ოჯახის წევრები ეცოდება.

"ათასჯერ გავაფრთხილე, იცოდე, გიჩივლებ, გაჩერდი, დაწყნარდი, ნუ მოდიხარ, ნუ მელოდები სადარბაზოსთან-მეთქი და ბოლოს, მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. სროლა უკვე კულმინაცია იყო", - განაცხადა ჩხეიძემ.

ცნობისთვის, მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცველებმა 56 წლის მამაკაცი 28 სექტემბერს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღინისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ავტორი: ეკა ლემონჯავა