loader

ვინ არის მამაკაცი, რომელიც პარიზის პოლიციაში შეიჭრა და 4 ადამიანი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მამაკაცი, რომელიც პარიზის პოლიციაში შეიჭრა და 4 ადამიანი მოკლა

პარიზის პოლიციის შენობაში მამაკაცი თანამშრომლებს დანით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შემთხვევა პარიზის ცენტრში მოხდა. მამაკაცი შენობაში შევიდა და თავის თანამშრომლებს დანით დაესხა თავს. გარდაცვლილია სამი მამაკაცი და ერთი ქალი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კიდევ ერთი დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი 45 წლის IT სპეციალისტია. ის პარიზის პოლიციაში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.

თავდასხმის მოტივი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელს სამუშაო ადგილთან დაკავშირებით გარკვეული დავა ჰქონდა.