loader

"ეს რომ არ ყოფილიყო თანამდებობის პირი, დარწმუნებული ვარ იმ დღესვე მოხდებოდა გამოკითხვა" - პოლიციაში თამთა თოდაძეს კითხავენ, რომელიც "ოცნების" დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რომ არ ყოფილიყო თანამდებობის პირი, დარწმუნებული ვარ იმ დღესვე მოხდებოდა გამოკითხვა" - პოლიციაში თამთა თოდაძეს კითხავენ, რომელიც "ოცნების" დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. თამთა თოდაძემ პოლიციაში გამოკითხვაზე შესვლამდე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ დიდი იმედი აქვს, საქმე სამართლის დაცვით წარიმართება, რადგან მას აღნიშნული ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები აქვს.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.