loader

გავერკვეთ: რატომ ბომბავს თურქეთი სირიას - მძიმე პროცესი, რის გამოც ტრამპი თურქეთის ეკონომიკის განადგურებით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გავერკვეთ: რატომ ბომბავს თურქეთი სირიას - მძიმე პროცესი, რის გამოც ტრამპი თურქეთის ეკონომიკის განადგურებით იმუქრება

თუ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს, მე გავანადგურებ მის ეკონომიკას, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „თეთრ სახლში“ ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს, თუკი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა, თურქეთს სანქციები დაუწესოს, თუკი თურქები ქურთებს ჰუმანურად არ მოექცევიან.

ეს განცხადებები დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა გადაწყვეტილებამ ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ არა მხოლოდ „დემოკრატების“ არამედ ტრამპის თანაგუნდელ „რესპუბლიკელების“ კრიტიკა დაიმსახურა.