loader

პირველი კადრები ნათლიის მიერ ნათლულის მკვლელობაში ბრალდებული 82 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ნათლიის მიერ ნათლულის მკვლელობაში ბრალდებული 82 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესიდან

თბილისის საქალაქო სასამართლო ნათლულის მკვლელობაში ბრალდებული 82 წლის მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სასამართლოს სხდომას ესწრება თავად ბრალდებული.

ამასთან, ბრალდებულის ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და მოკლულის ნათესაური კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ცნობისთვის, მკვლელობა 9 სექტემბერს, ორხევში, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.