loader

რა ხდებოდა წლის მთავარ ღვინის ფესტივალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა წლის მთავარ ღვინის ფესტივალზე

შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიის“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა, მონაწილეობდნენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით ფესტივალზე ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს შეეძლო გართობა. ფესტივალის სასცენო პროგრამა სამ ეტაპად იყო დაყოფილი: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდა ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა: „თორდა“, „ადილეი“, „მარუა“, „რანინა“ და ცეკვის ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენა დაიკავეს ისეთმა ბენდებმა, როგორიცაა: "რეზო და ბავშვები" და "ელის ბენდი". ფესტივალის ფარგლებში გამომცემლობა „პალიტრა L“-მა ასევე ამერიკელი მწერლის, ელის ფეირინგის წიგნის - „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარადგინა.