"კაი ბიჭების ლაპარაკზე არ იღიმებიანო და ამ დროს ორმა დანით დაჭრა, ერთმა ჩაქუჩი ჩაარტყა" - გლდანში ორი ახალგაზრდა დაჭრეს
16:26 / 16-10-2019
სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია ორი პირი. შემთხვევა გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა. მომხდარ დაპირისპირებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება. დაშავებულის დედის განცხადებით, ორი მეგობარი სტუმრობდა სხვა მეგობარს, როცა მათთან უცნობი პირები მივიდნენ და მოუვიდათ შელაპარაკება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოფარეხის მფლობელს, რომელთანაც ახალგაზრდები სტუმრად იმყოფებოდნენ, ინციდენტზე დაკავებულ პირთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა.