loader

აფეთქება გურამიშვილზე: ყველაფერი, რაც ამ დროისთვის მომხდარის შესახებ ვიცით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფეთქება გურამიშვილზე: ყველაფერი, რაც ამ დროისთვის მომხდარის შესახებ ვიცით

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც "პალიტრანიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც "პალიტრანიუსს" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასწრაფო დახმარებას სულ 4-მა პირმა მიმართა, საიდანაც სამის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, ორი კი - მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კორპუსის ნაწილი პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია.