loader

"აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ" - გიორგი გახარია ე.წ. მუქარის წერილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ" - გიორგი გახარია ე.წ. მუქარის წერილზე

"აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პროკურატურას ე.წ "მუქარის წერილს" წარუდგენენ და პროკურატურა გადაწყვეტს, რომ განაახლოს გამოძიება, მივა თუ არა პრემიერი პროკურატურაში.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის სრულად ემორჩილება კანონმდებლობას და თუ საჭირო იქნება, მივა პროკურატურაში.

"მე ვიყავი პირველი შს მინისტრი, რომელიც თავისი უფლებამოსილების პერიოდში მივედი პროკურატურაში არაერთხელ და მივეცი ის ჩვენება, რასაც კანონი ჩემგან მოითხოვდა. რა თქმა უნდა, იგივეს გავაგრძელებ, მე ვერ ვხედავ აქ ვერანაირ პრობლემას. ასეთი განცხადებებით ვერავინ მე დისკომფორტს ვერ შემიქმნის და მოქმედების არეალსაც ვერ შემიზღუდავენ, უბრალოდ, ხანდახან ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ. აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ",- განაცხადა გახარიამ.