loader

კადრები ბაქოდან, სადაც პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი და 80-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბაქოდან, სადაც პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი და 80-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

სამართალდამცავებმა ბაქოში ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ალი კერიმლი და საპროტესტო აქციის 80-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაქოს პოლიციის უფროსის მოადგილე სახლაბ ბაგაროვმა „როიტერსთან“ საუბარში დაკავების ფაქტი დაადასტურა, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა.

ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ დაბალ ხელფასებს, კორუფციასა და დემოკრატიის არასათანადო ხარისხს აპროტესტებდნენ.

დედაქალაქის ქუჩებში პოლიციის კორდონები იყო მოწყობილი, მუშაობა შეჩერდა რამდენიმე მეტროსადგურში, შეფერხებული იყო ინტერნეტ კავშირიც.