loader

როგორ აკვირდებიან ოკუპანტები ატოცში ჩასულ ქართველ პოლიციელებს, ჟურნალისტებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აკვირდებიან ოკუპანტები ატოცში ჩასულ ქართველ პოლიციელებს, ჟურნალისტებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს. გამყოფ ხაზთან პოლიციელები, მედიის და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები მივიდნენ. გამყოფი ხაზის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები ამ დროისთვის არ მიმდინარეობს. იმ ბოძებზე, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს, ლითონის ბადეები უკვე დამაგრებულია. რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების მეორე მხრიდან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ქართველ პოლიციელებს და მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ და დურბინდებით აკვირდებოდნენ.

ასევე იხილეთ: კადრები ატოციდან, რომლებიც საოკუპაციო ხაზთანაა გადაღებული

"მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?!" - გლეხი სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზიდან 1 მეტრში მიწას ამუშავებს