loader

აქციებზე, რომლებიც მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდას მოჰყვა, უკვე 11 ადამიანი დაიღუპა - ჩილე მსოფლიო მედიის ეპიცენტრშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციებზე, რომლებიც მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდას მოჰყვა, უკვე 11 ადამიანი დაიღუპა - ჩილე მსოფლიო მედიის ეპიცენტრშია

ჩილეში არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა და ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა, სანტიაგოს გარდა, რამდენიმე სხვა ქალაქშიც გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა, სანტიაგოს გარდა, ქვეყნის 7 სხვა ქალაქშიც გამოაცხადა.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ამ დროისთვის ბრალი 1,554 ადამიანს აქვს წაყენებული.

საპროტესტო აქციები ჩილეში მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდას მოჰყვა და მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა აღარ მოხდება. არეულობებმა ქვეყანას 300 მილიონი დოლარის ზიანი მიაყენა.