loader

გურჯაანში 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა - ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ადგილობრივებმა მისი გამოყვანა ვერ შეძლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურჯაანში 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა - ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ადგილობრივებმა მისი გამოყვანა ვერ შეძლეს

გურჯაანში ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან სახლზე იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ქალის გამოყვანა ვერ შეძლეს.

მთლიანად განადგურებულია შენობა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროენერგიის გაუმართაობამ გამოიწვია.