loader

"ეს არის პოლიტიკური დევნა" - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სალომე ზურაბიშვილს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის პოლიტიკური დევნა" - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სალომე ზურაბიშვილს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა

ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ანა დოლიძე აცხადებს, ის პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და იუსტიციის საბჭოს სურვილი არ აქვს, ერთმანეთისგან გაარჩიოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობები.