loader

მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 28 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.
დღეს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი არ მოიცავს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის უფლებას.
კანონპროექტის ინიციატორი აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რათა მსჯავრდებულებმა, რომელთაც ჩაბარებული აქვთ სამაგისტრო გამოცდები, დროულად შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა 2019-2020 სასწავლო წლიდან.
კანონპროექტის ინიციატორები მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა არიან.