loader

კადრები კოშმარული ავარიიდან, რომელსაც და-ძმა ემსხვერპლა, დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები კოშმარული ავარიიდან, რომელსაც და-ძმა ემსხვერპლა, დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი და-ძმაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, "მერსედესის" მარკის ავტომობილი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში მსხდომი და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კადრებს "ტვ9" ავრცელებს.