loader

"მოდი, ტუქსონ" - ხვევნა-კოცნა და ტაში გოგა ონიანი ციხიდან გამოსვლის დროს - როგორ შეხვდნენ ახლობლები და მხარდამჭერები მას საპატიმროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოდი, ტუქსონ" - ხვევნა-კოცნა და ტაში გოგა ონიანი ციხიდან გამოსვლის დროს - როგორ შეხვდნენ ახლობლები და მხარდამჭერები მას საპატიმროსთან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ადვოკატი გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ონიანს საპატიმრო ვადა 3 ნოემბერს ეწურებოდა, თუმც,ა უქმე დღეების გამო, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს ტოვებს.

ჩემი გეგმებია, ჩემი წილი აგური დავდო ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გასტუმრებაში ჩვენი ქვეყნიდან, - ამის შესახებ ციხიდან დღეს გათავისუფლებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ადვოკატმა გოგა ონიანმა მედიას განუცხადა.

გოგა ონიანმა მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად წყენისა და განსხვავებული შეხედულებებისა დღეს ყველა, ვინც თვლის, რომ საქართველოს შველა სჭირდება, უნდა გაერთიანდეს.