loader

ვინ იყო 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილზე, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 39 წლის სოსო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი დღეს კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრე­ნი­უსს" ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძე აცხა­დებ­და, რომ სოსო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე აღარ იყო და სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი­დან მო­იხ­სნა. მისი თქმით, და­ზი­ა­ნე­ბი­დან 2 კვი­რის შემ­დეგ მისი ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის მცი­რე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტი მა­ინც რჩე­ბო­და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მას სხე­უ­ლის 65 პრო­ცენ­ტი ჰქონ­და დამ­წვა­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ოქ­ტომ­ბერს, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, გა­ზის დაგ­რო­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად სულ 4 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ შო­რის იყო 39 წლის სოსო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.