loader

ცნობილი გახდა, დაადგინა თუ არა შსს-მ პორნოგრაფიის ნიშნები ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი გახდა, დაადგინა თუ არა შსს-მ პორნოგრაფიის ნიშნები ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ"

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. შესაბამისად, როგორც შსს-ში განაცხადეს, ფილმის აკრძალვის თაობაზე პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

"მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია", - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ კვირას მიმართა.