loader

რა მოხდება, თუ სვანეთში, რაჭასა და აფხაზეთში გაჩენილ ხანძარს დროულად არ ჩავაქრობთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდება, თუ სვანეთში, რაჭასა და აფხაზეთში გაჩენილ ხანძარს დროულად არ ჩავაქრობთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევრალის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი.

ეს ტერიტორიები ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ არის წარმოდგენილი უნიკალური ენდემური სახეობები და ტყეები, რომლებიც ხელშეუხებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი. ამ ტერიტორიებზე არის ევროპული მნიშვნელობის ქსელები, ე.წ. ზურმუხტის ქსელი. ამიტომაც აუცილებელია ამ ადგილების დაცვა.

ავტორი: გიორგი ლორია