loader

"ყელში ამომიხვედით!" - მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარ პროკურატურასთან დაცვის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, ოპოზიციამ კი ჭიშკარს ბოქლომი დაადო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყელში ამომიხვედით!" - მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარ პროკურატურასთან დაცვის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, ოპოზიციამ კი ჭიშკარს ბოქლომი დაადო

გაერთიანებული ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროკურატურის შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაკიდეს.

ბოქლომის დადებას ისინი თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოოდ, გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის მთავარ ჭიშკარზე ბოქლომის ჩამოკიდება მაინც შეძლო.

გენერალურ პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს საგამოძიებო უწყების ჭიშკართან, მთელ პერიმეტრზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.