loader

რატომ დაუდგეს "ტაშტი" არჩილ თალაკვაძეს პარლამენტთან - "ჩამოდი და აქ გააგრძე ის საქმე, რაც კომოს ტბაზე ვერ დაასრულე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დაუდგეს "ტაშტი" არჩილ თალაკვაძეს პარლამენტთან - "ჩამოდი და აქ გააგრძე ის საქმე, რაც კომოს ტბაზე ვერ დაასრულე"

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჭურჭელი მიიტანეს, წყალი ჩაასხეს და განახადეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის იტალიაში, კომოს ტბაზე მოგზაურობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „შეცვალე”.

მათი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ქართველი ხალხის გვერდით უნდა იყოს და ხალხის ფულს არ უნდა ფლანგავდეს.