loader

პირდაპირი: როგორ მიმდინარეობს პარლამენტში პლენარული სხდომა ოპოზიციის გარეშე მაშინ, როდესაც შენობასთან პროტესტი ისევ გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი: როგორ მიმდინარეობს პარლამენტში პლენარული სხდომა ოპოზიციის გარეშე მაშინ, როდესაც შენობასთან პროტესტი ისევ გრძელდება

პარლამენტის პლენარული სესია, რომელიც 12 საათზე იყო დაგეგმილი, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმი, რომლისთვისაც 76 დეპუტატის დასწრებაა სავალდებულო, შედგა.

ცნობილია, რომ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. სხდომას არ ესწრებიან ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. სხდომათა დარბაზში იმყოფება დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, მათ შორის: ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები წყლის ჭავლის დახმარებით გაათავისუფლა. აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ და სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.